ჩარლი ჩაპლინი და კინომატპგრაფიის საწყისი ეტაპი
კინემატოგრაფია ჩვენი ცხოვრების, ალბათ, უკვე განუყრელი ნაწილია. არ არსებობს ადამიანი, ვინც აფასებს, იცის და ვისაც უყვარს კინო და არ აღიარებს ჩარლი ჩაპლინს უდიდეს მსახიობად, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა კინემატოგრაფიაში. ასე თუ ისე, მას ყველა იცნობს. გამიგონია მასზე ხშირად უთქვამთ, ჩარლი ჩაპლინი ღარიბი იყო და რამდენს მიაღწიაო – ეს მართლაც ასეა, თუმცა ბევრმა არ იცის ამ წარმატებას რა გზით მიაღწია. მე არ მინდა ვისაუბრო მის შემოქმედებაზე, არ მოვყვები მისი სურათების ჩამოთვლას, არც იმაზე ვისაუბრებ რა მსახიობური გზა გაიარა. მე მინდა ვისაუბრო მის ბავშვობაზე, რომელსაც „ბავშბობას“ ძნელად თუ დაარქმევ.დედას, რომელიც მსახიობი გახლდათ და უმეტესად მოახლის რომელბს ასრულებდა ვარიეტეს თეატრში, ხმა თანდათან ეკარგებოდა. სცენაზე დგომისას, სიმღერის დროს უცებ ჩაუწყდებოდა და ჩურჩულზე გადადიოდა, ამ დროს კი დარბაზში სიცილი ატყდებოდა, უსტვენდნენ. დიდი გაჭირვებით გამოდიოდა სცენაზე, თუმცა ეს მაინც გახდა მისი კარიერის დასასრულის მიზეზი. თუმცა სწორედ მისი ხმის გამო გავიდა ჩარლი პირველად სცენაზე.
იგი მაყურებლის წინაშე პირველად 1894 წელს, 5 წლის ასაკში ავიდა. როდესაც ჰანას ხმა წაუვიდა სიმღერის დროს, დარბაზში ხარხარი ატყდა, რის გამოც იძულებული გახდა სცენიდან გამოსულიყო. ჩარლი იხსენებს, თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში, რომ დირექტორმა ხელი სტაცა და დარბაზში გაიყვანა. იგი ამბობს, რომ არ იცოდა რა გაეკეთებინა, უცებ კი მაშინდელი პოპულარული სიმღერა „ჯეკ ჯონსი“ დაიწყო, ამ დროს მაყურებელს მოწონების გამოსახატავად სცენაზე მონეტების სროლა დაუწყია, ჩარლმა სიმღერა გაწყვიტა და ხალხს მიმართა: „ მოდი, ჯერ ამ მონეტებს მოვკრეფ და სიმღერას მერე გავაგრძელებ“[1]. ამაზე დარბაზს ხარხარი აუტყდა, შემდეგ დაასრულა სიმღერა, მოჰყვა ხუმრობებს, ცეკვავდა, ცნობილ მომღერლებს ბაძავდა. დარბაზი აღფრთოვანებული დარჩა, მონეტებსა და ტაშს არ იშურებდა.
მუნჯი კინო
1916 წელს შეიქმნა პირველი მუნჯური ფილმი. ეს იყო ამერიკელი რეჟისორის, დ. გრიფიტის ფილმი ,,მოუთმენლობა”.
ძმებმა ოგუსტ და ლუი ლუმიერებმა შექმნეს სინემატოგრაფი, რომლის საშუალებითაც ეკრანზე კინოს გაშუქება ხდებოდა. სიტყვა "სინემაც"(კინო) აქედან მომდინარეობს. მაშინ ფილმებს ძირითადად მხოლოდ ერთი წერტილიდან იღებდნენ. ნელ-ნელა ცნება კინო უფრო და უფრო ღრმავდებოდა.
ამ პერიოდს მიეკუთვნება კინოხელოვნების უდავო გენიოსი დევიდ უორკ გრიფითი,რომელმაც, შექმნა კინოხელოვნების სინტაქსი, გამოსახულების მონტაჟი და მრავალი მხატვრული ხერხი, რომელთა საშუალებით კინო მეათე მუზად და ხელოვნების მეშვიდე დარგად იქცა. მან პირველმა შემოიღო და დანერგა კინოინდუსტრიაში ახალი ხერხები: დაბნელება, დიდი ხედი, მოძრავი კამერის გამოყენება, ერთსა და იმავე სცენის სხვადასხვა მხრიდან გადაღება და სხვ. მისი ფილმები მსოფლიო შედევრებს მიეკუთვნება.
ჩარლი ჩაპლინის 1931 წელს გამოსული მუნჯი ფილმი, მისივე მონაწილეობით. ჩაპლინმა ასევე შექმნა მუსიკა, რომელიც ფილმის გახმოვანების ძირითადი ნაწილია, ვინაიდან მასში დიალოგები არ არის.
გამოწეენებული ლიტერატურა: http://www.imdb.com/name/nm0000122/
ჩარლზ ჩაპლინი – "ჩემი ბიოგრაფია"
http://www.charliechaplin.com/
http://www.charliechaplin.com/
http://blogger.ge/post/2736
http://blogger.ge/post/2736
No comments:
Post a Comment